განათლების მინისტრისგან მოვისმენთ, რა მოხდა ზუგდიდის მე-6 სკოლაში - მარიამ ჯაში

12:05 02-07-2019
123

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, დღეს განათლების მინისტრისგან მოისმენენ, რა მოხდა ზუგდიდის მეექვსე სკოლაში.

ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში პლენარული სესიის დაწყებამდე განაცხადა.

"ეს იქნება 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში და საუბარი შეეხება იმ რეფორმებს, რომელიც დაანონსდა. დეტალურად ვისაუბრებთ საგამოცდო პროცესზე, ინფრასტრუქტურაზე, სკოლის უსაფრთხოებაზე. 19:00 საათზე კი უმცირესობის მიერ ჩანიშნულია კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად გავივლით ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევას. ჩვენ გვსურდა 28 დეკემბერს მოგვესმინა განათლების სამინისტროს გენინსპექციის სამსახურის ანგარიში, მაგრამ ჩვენმა კოლეგებმა არ მოგვცეს ამის საშუალება. დღეს კი მოხდება ქრონოლოგიური მოსმენა მინისტრისგან, თუ რა მოხდა“, - განაცხადა ჯაშმა.

დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ჯერ პლენარულ სესიაზე, შემდეგ კი კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.