ჭიდაობის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე აცხადებს, რომ თავის საქციელს ნანობს. ამის შესახებ გეგეშიძემ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მე და ბატონმა მიხეილმა ყველაფერი დეტალურად გავიარეთ. შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდენტის სხდომა და ყველა საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. მე რა თქმა უნდა ვნანობ ჩემს საქციელს. ეს არ არის კარგი და ამას მოყვა ცუდი შედეგი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას. არც ჩემი და არც სპორტსმენის საქციელი არ არის კარგი, მაგრამ მთავარია გამოვასწოროთ“, - აცხადებს გეგეშიძე.
გეგეშიძის თქმით, ფედერაციაში მისი დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდიუმის სხდომაზე იქნება მიღებული.
ნაკრების კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა სპორტის სასახლეში გეგა გეგეშიძის მხრიდან მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე 16 იანვარს გაავრცელა განცხადება.