"ია კერზაიას საქმის გადაფარვა უნდოდათ..." - სერგი კაპანაძე განათლების ახალ რეფორმაზე

12:27 02-07-2019
41

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ განათლების სისტემის რეფორმა ასე მალე იმიტომ დააანონსა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის გადაფარვა უნდათ.

ამის შესახებ დეპუტატმა პლენარული სესიის დაწყებამდე განაცხადა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მწვავე კითხვები გვაქვს ია კერზაიას საკითხზე. ბოლო წლებში მოხდა განათლების სისტემის უკიდურესი პოლიტიზირება. რესურსცენტრები არიან პედაგოგებზე ზეწოლის ინსტრუმენტები და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს სერიოზული პრობლემაა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.