იმისათვის, რომ ერთიანი პოზიცია გვქონდეს, რამდენიმე დღე დაგჭირდება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდიდან მოსალოდნელი გასვლის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
"არის მთელი რიგი ნიუანსები, რაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ. როდესაც ჩამოვყალიბდებით, გვექნებება გადაწყვვეტილება იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს. განსხვავებული აზრი აქვს ბევრს, მაგრამ განსხვავებული აზრი არ არის საფუძველი, რომ საიდანღაც წახვიდე. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ნაბიჯს გადავდგამთ გამომდინარე იქიდან, სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს რა უფრო წაადგება. სასამართლოში მიმდინარე პროცესს რაც ჩემი მხრიდან დასჭირდება, მე ეს უნდა გავაკეთო“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატები გედევან ფოფხაძემ.