ავსტრალიელი მკვიდრი, 52 წლის საიმონ დორანტე-დეი, შოკისმომგვრელ საიდუმლო ინფორმაციას ავრცელებს - მისი ბიოლოგიური მშობლები, 70 წლის პრინცი ჩარლზი და მისი 71 წლის მეუღლე, კამილა პარკერ-ბლოუზი არიან.
New Idea-ს წყაროს ინფორმაციით, საიმონი აცხადებს, რომ დაიბადა, 1966 წლის 5 აპრილს, პატარა საგრაფო ქალაქ ჰემპშირში(New Hampshire), იმ პერიოდში, როცა მის მშობლებს, საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ.
პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ, პრინცი ჩარლზი, ძველ სიყვარულს დაუბრუნდა და ამ დრომდე, კამილთან ერთად ცხოვრობს. შეყვარებული წყვილი, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთად არიან. მიუხედავად, მათი ათწლიანი ურთიერთობისა, ინგლისელების უმეტესობა, მათ კავშირს, დღემდე არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ პრინც ჩარლზს, კამილასთან ურთიერთობა, დიანასთან ქორწინებამდე ჰქონდა. პრინცესასთან განქორწინების და გარდაცვალების შემდეგაც კი, დიდი ხნის განმავლობაში, ვერ შესძლო კამილასთან, ოფიციალური კავშირის დამყარება. მართალია, წყვილმა, 2005 წელს, ოფიციალურად იქორწინა, თუმცა ბრიტანელი მოსახლეობის მხიდან, სიყვარული და თბილი დამოკიდებულება, ნაკლებად დაიმსახურა.
რამდენიმე ხნის წინ, კი დიდ ბრიტანეთში, ახალი ინფორმაცია გავრცელდა - წყვილს, საიყვარულო რომანის პერიოდში, ვაჟიშვილი გაუჩნდათ. 52 წლის საიმონ დორანტე-დეი აცხადებს, რომ ჩარლზი და კამილა, მისი ბიოლოგიური მშობლები არიან. ის, 1966 წელს ჰემპშირის საგრაფოში დაიბადა. წლინახევრის ასაკში, პატარა საიმონი, კარენ და დევიდ დეის ოჯახში გააშვილეს. ამასთან ერთად, საინტერესო ფაქტია, რომ მისი მეორე სახელი, ჩარლზია, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს, მისი ბიოლოგიური მამის მახელია. გარდა ამისა, მისი გამზრდელი ბებია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ბრიტანეთის სამეფო სასახლეში მუშაობდა, აცხადებდა, რომ საიმონი, ჩარლზის ბიოლოგიური შვილი იყო.
მისი ინფორმაციით, ჩარლზის პირველმა მეუღლემ, პრინცესა დიანამ, მისი არსებობა, 22 წლის წინ გაიგო და ამ ფაქტის გახმაურებას, გარდაცვალებამდე, რამდენიმე ხნით ადრე აპირებდა. პრინცესამ, სავარაუდოდ ვერ მოასწრო - 1997 წელს, უბედური შემთხვევის შედაგად, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ამ ეტაპზე, საიმონი, მისი ბიოლოგიური ოჯახის ძიებაშია და აპირებს ბოლომდე გამოიძიოს, თუ ვინ არიან, სინამდვილეში, მისი მშობლები.
სოციალური ქსელების მომხმარებლები, კომენტარებში წერენ, რომ საიმონი, მართლაც ჰგავს, მის სავარაუდო ძმებს და ნათესავებს.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: