სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თვლის, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებამ პირველწყარო უნდა დაადგინოს.
ამ საქმეში და ამ ტიპის საქმეებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმის დადგენა ვინ დგას ამ ტიპის კადრებს გავრცელების უკან, ანუ ვინ არის პირველწყარო და ვინ აწყობს მსგავსი ტიპის ტერორს ადამიანების და საზოგადოების წინააღმდეგ. სამწუხაროდ 2016 წელშიც როდესაც არაერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო მუქარები ჩვენ ვერ გავიგეთ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. მაშინაც პასუხისგებაში მიეცა ის პირები, რომლებიც ინახავდნენ ამ კადრებს ან ავრცელებდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვინ იყო ინიციატორი და ვინ ატვირთა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.