მინისტრი სექტემბრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდას აანონსებს

13:58 02-07-2019
182

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სექტემბრიდან პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება.

ამის შესახებ, მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

„გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე. ჩვენ მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას და სექტემბრისთვის მოხდება პედაგოგების შრომის ანაზღაურების ზრდა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.