თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას რა შემოსავლები და დანაზოგიც აქვს, აბსოლუტურად ყოფნის იმისთვის, რომ ოჯახი შეინახოს და ასევე ადამიანებსაც დაეხმაროს.
მისივე თქმით, საკუთარი შემოსავლები დეკლარაციაში აქვს მითითებული.
„შემოსავლებს რაც შეეხება, ჩემი შემოსავლები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო ჩემი სპორტში საქმიანობის დროს, თუმცა დანაზოგი და შემოსავლები რაც მაქვს, მყოფნის, რომ ოჯახი შევინახო. ყველაფერი არის დეკლარაციაში მოცემული“ - განაცხადა კახა კალაძემ.