შს მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ გამოძიება პირველწყარომდე მივა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
გამოძიება გრძელდება, თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, რამეთუ ეს არ არის ტექნიკურად მარტივი. ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ, - განაცხადა გახარიამ.