"დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე..." - გიორგი გახარია ფარულ ჩანაწერებზე

14:06 02-07-2019
106

შს მინისტრის განმარტებით, საგამოძიებო უწყება კომპრომისებს არ დაუშვებს და განსხვავებული მიდგომა არ ექნება ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლებსა და პირველწყაროს შორის.

მინდა გითხრათ, ეს იმდენად მძიმე დანაშაულია ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, რომ არანაირი სხვაობა არ აქვს და არ ექნება გავრცელებას, პირველწყაროს თუ შენახვას შორის. როგორც კი აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, რა თქმა უნდა, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება. გვესმის საზოგადოების ზოგ შემთხვევაში კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე, - განაცხადა გახარიამ.