მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

14:13 02-07-2019
2101

ამ წუთებში, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ, ანუკი არეშიძემ მიუსამძიმრეს. დედაქალაქის მერმა მიუსამძიმრა საზოგადოებას და გამოთქვა მწუხარება გამორჩეული მსახიობის გარდაცვალების გამო.

დედაქალაქის მერამდე, პანაშვიდზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში 15:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მსახიობს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.