"მოგწონთ თუ არა, რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ევროპის ჩემპიონს, ისევ თანამდებობაზეა?"- ნადირაშვილი ბატიაშვილს

14:53 02-07-2019
307

პირადად თქვენ მოგწონთ თუ არა, რომ ბატონი გეგა გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ევროპის ჩემპიონს, დღეს ისევ ინარჩუნებს თავის თანამდებობას? - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშილმა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ნადირაშვილმა მინისტრს მოუწოდა, აღნიშნულ კითხვას პოლიტიკური ნიშნით არ უპასუხოს.

„ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საკუთარ თავს და აქ მსხდომ ადამიანებსაც და პოლიტიკური „გაიდლაინით“ კი ნუ მიპასუხებთ, რომ თქვენ გაათავისუფლეთ ქართული სპორტი და ფედერაციები პოლიტიკისგან, უბრალოდ თქვენი პირადი აზრი მითხარით - მოგწონთ თუ არა, რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ადამიანს, დღეს ისევ ფედერაციის პრეზიდენტია?“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა მიხეილ ბატიაშვილს იმის შესახებაც დაუსვა კითხვა, შეამოწმებს თუ არა ჭიდაობის ფედერაციას სახელწმიფო აუდიტის სამსახური.