"ია კერზაია ინფორმირებული იყო..."- ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბრალდებებს პასუხობს

15:02 02-07-2019
170
თეგები: ზუგდიდი

ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია, მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის ბაჩანა შენგელიას ბრალდებებს ეხმაურება. 

კახა ფარცვანია ბრალდებას უარყოფს და "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილება მეორე დღესვე გადააგზავნა სკოლაში, რის შესახებაც თავად ია კერზაია ინფორმირებული იყო. ასევე კახა ფარცვანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სკოლის დირექტორზე ზეწოლის ფაქტებსაც უარყოფს.

"ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მე მაქვს ეს პასუხი, რომ გასული წლის ნოემბრის 22 -ში იცოდა სკოლამ. ანუ გადაეგზავნა ეს დოკუმენტი. დანარჩენი ეს არის საჯარო ინფორმაცია და გამოითხოვეთ. ია იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი და რა კომენტარი უნდა გავაკეთო არ ვიცი“,- აცხადებს ფარცვანია.

ზუგდიდის მეექვსე  საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი, ბაჩანა შენგელია მომხდარ ტრაგედიაში, კიდევ ერთ ფიგურანტად ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელ კახა  ფარცვანიას ასახელებს. ია კერზაიას შვილის ინფორმაციით, კახაბერ ფარცვანია არის მთავარი მოქმედი პირი და შუამავალი მეექვსე სკოლის დირექტორის გარდა სხვა პირებზე განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე და მას გადადგომისკენ მოუწოდებს.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გასული წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე იგი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა.

 

თეა შონია