"ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც განათლების და მეცნიერების სივრცეს მივაწებეთ კულტურა და სპორტი"

15:56 02-07-2019
39

„მოხდა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ჩვენ განათლების და მეცნიერების სივრცეს მივაწებეთ კულტურა და სპორტი“- ამის შესახებ პარლამენტში განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. 

„მოხდა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ჩვენ განათლების და მეცნიერების სივრცეს მივაწებეთ კულტურა და სპორტი. ვერაფერი კარგი ამან ვერ მოგვიტანა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ გაურბის შეცდომის აღიარებას. ჩემი აზრით, უახლოეს ხანში ჩვენ უნდა შევუდგეთ ამას, იმიტომ, რომ კულტურას ეკუთვნის საკუთარი მინისტრი ჰყავდეს, რადგან ის უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი სახე. ამას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ქანთარიამ.