მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში, მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან 15:00 საათზე გამოასვენეს, სადაც დღის განმავლობაში პანაშვიდი მიმდინარეობდა.
მსახიობი გურანდა გაბუნია 4 თებერვალს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
გურანდა გაბუნიამ ათეულობით როლი ითამაშა ქართულ კინოსა და თეატრში.
მიღებული აქვს ჯილდოები:
1979: საქართველოს დამსახურებული არტისტი
1990: საქართველოს სახალხო არტისტი
1998: ღირსების ორდენი
1999: კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი
2018: წლის საუკეთესო მსახიობი ქალი სამგზის („პროვინციული ამბავი“ „შიში“ „მიტევების დღე“)