ხაშურის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა ტყის მასივში ხეები მონიშნეს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წაღვლის ტყეში ოკუპანტებმა ხეებზე ყვითელი საღებავი წაუსვეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი ლაშა ბერულავა „პრაიმტაიმთან“ აცხადებს რომ ოკუპანტი ქვეყნის მესაზღვრეები ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მუშაობდნენ.
„ხაშურის მუნიციპალიტეტი ოკუპირებული არ ყოფილა, ტერიტორია არც იმ რუქაზეა მონიშნული რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში შედგა და რომლითან ხელმძღვანელობენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. ახლა ვნახეთ რომ რამდენიმე ათეული ჰექტარი ტყის მასივი მონიშნულია, ჩვენ ვვარაუდობთ რომ ოკუპანტები აქ ბანერებს დაამონტაჟებენ“ - განაცხადა ბერუკლავამ.
ჩორჩანის მთებში „ტალკის“ საბადო მდებარეობს, სადაც წარმოება შეცერებულია. აქვეა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებიც „ქართლი1“ და „ქართლი 2 „
„დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ ოკუპანტები „ტაკლის“ საბადოს მიტაცებას აპირებენ, იმასაც არ გამოვრიცხავთ რომ მოხდეს მაღალი ძანვის გადამცემი ხაზების ოკუპირებაც“ - ამბობს ბერულავა.
მახო მიქელაძე