ოთარ ფარცხალაძის სასამართლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო

16:39 02-07-2019
1040

ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატებმა მოსამართლეს სხდომის გადადება მათი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სთხოვეს.

მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, ფარცხალაძის ადვოკატების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის არსებითი განხილვა 12 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე ხუთი ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მას ბრალი პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცემას გულისხმობს.