როკ-მუსიკოსი ოზი ოსბორნი, ვირუსული ინფექციის დიაგნოზით, კლინიკაში გადაიყვანეს

17:16 02-07-2019
181

ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ოზი ოსბორნი, ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, ზედა სასუნთქი გზების, მწვწვე ვირუსული ინფექციის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაცია, ლეგენდარული მომღერლის ცოლმა, შერონ ოსბორნმა, რამდენიმე საათის წინ, Twitter-ზე გაავრცელა - მუსიკალური ჯგუფის Black Sabbath-ის სოლისტს, გრიპი გაურთულდა და კლინიკაში, მისი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

ექიმების ვარაუდით, ეს საუკეთესო საშუალებაა, მისი დროულად გამოჯანმრთელებისთვის. მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის - წერს Twitter-ზე მუსიკოსის მეუღლე.  

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, მუსიკოსს, რესპირატორული ინფექციის დიაგნოზით, კლინიკასი მოათავსეს. მათი ინფორმაციით, დაავადება, შესაძლოა პნევმონიაში გადაზრდილიყო.  ავადმყოფობის გამო, ოსბორნს, საკონცერტო ტურის No More Tours II-ის ფარგლებში დაგეგმილი, რამდენიმე კონცერტის გადადება მოუხდა.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე