ინციდენტი ლიეჟში - შალვა რამიშვილი სააკაშვილის მხადამჭერ შეხვედრაზე არ შეუშვეს (video)

LIVE UPDATE
11079

ინციდენტი მოხდა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც რამდენიმე საათში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ემიგრანტებთან შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე ჟურნალისტი შალვა რამიშვილი არ შეუშვეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილისა და პროექტის ოფიციალურ გვერდებზე წერია, ქალაქ ლიეჟში შეკრებილები ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

მიხეილ სააკაშვილის ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეკრებისთვის ბელგიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოდანაც ჩავიდნენ.

შეკრების ორგანიზატორები არიან გიორგი სიგუა და მოძრაობა „ერთად სახლში“.