"სალომესაც ჩექმები აქვს, ეკა ბესელიასაც, მაგრამ მიშასნაირი ლამაზი ბოტასები არცერთს" - სანდრა რულოვსი

LIVE UPDATE
3718

"მიშას ლამაზი ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის", - ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, "კონგრესის სასახლეში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

"ჩემი დედამთილი სულ მეუბნება, რაც 9 და 18 წელი, რაც მიშა პოლიტიკაში შევიდა, სულ მასზე იყო საუბარი. სადაც მიშაა, იქ წაიყვანა სიტუაცია. რატომღაც უფრო ეშინიათ მიშასი, ვიდრე რუსული ჩექმის. მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის. სალომესაც ჩექმები აქვს, ეკა ბესელიასაც, მაგრამ მიშასნაირი ლამაზი ბოტასები არცერთს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილისა და პროექტის ოფიციალურ გვერდებზე წერია, ქალაქ ლიეჟში შეკრებილები ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

შეკრებისთვის ბელგიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოდანაც ჩავიდნენ. შეკრების ორგანიზატორები არიან გიორგი სიგუა და მოძრაობა „ერთად სახლში“.