"დღეს სიტუაცია არ არის..." - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე

LIVE UPDATE
198

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ახლა მისი საქართველოში ჩასვლისთვის სიტუაცია მზად არ არის.

ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხოთ: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია - ჩვენ ყოვედღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს.