ორთაჭალაში, გვიან ღამით ტრანსგენდერი ქალი სცემეს

11:49 02-11-2019
50

თბილისში, ორთაჭალაში, გვიან ღამით ტრანსგენდერი ქალი სცემეს. დაზარალებულის განმარტებით, კლიენტმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"კურიერის" ინფორმაციით, ნაცემმა ქალმა დახმარება მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავის დაკავება ადგილზე შეძლეს.