ვენეციის კომისიის წევრები საქართველოში არიან

13:13 02-11-2019
35

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამ მიზნით, სისტემის შიგნით საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების გამიჯვნასთან ერთად, სამინისტრომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა დაიწყო, რაც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს,"- წერია ინფორმაციაში.

სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რომელსაც ვენეციის კომისია შეაფასებს. ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან და პარლამენტის დეპუტატებთან 2019 წლის 11-12 თებერვალს გამართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვენეციის კომისიის დელეგაციას მინისტრის მოადგილეებმა ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ უმასპინძლეს.