გორის რაიონულმა სასამართლომ მერიის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
სხდომა რომელსაც მოსამართლე ლევან დარბაიძე უძღვებოდა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად თემურ მანველიშვილისთვის გირაოსა ან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ ყოფილ საჯარო მოხელეს გირაო დააკისრა.
„ჩემი მიზანი არა არის ვინმეს ციხეში ჩასმა, მე ამ გადაწყვეტილებითაც კმაყოფილი ვარ. არ ვაპირებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სხვა ინსტანციაში“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა „პრაიმტაიმთან“ .
თემურ მანველაშვილს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ ნაწილით წარუდგინა.
თემურ მანვალიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს 2018 წლის ოქტომბერში მერიის ადმინისტრაციის შენობასთან ნაგვის ვედრო ჩამოამხო.
მახო მიქელაძე