მადლობა, რომ ოჯახების შექმნის საკითხში შემომიერთდით - ემზარ კვიციანი ბექა ნაცვლიშვილს

16:13 02-11-2019
171

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა “ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ნაცვლიშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც კვიციანმა, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კოლეგა მას ოჯახის შექმნის შესახებ წამოყენებულ ინიციატივაში შეუერთდა.

“მადლობა მინდა გითხრათ, ბატონო ბექა, პარლამენტში მარტო ვიყავი, რომელმაც ახალი ოჯახების შექმნაზე საკითხი [დააყენა], თქვენ შემომიერთდით და ეს ნიშნავს, რომ 100%-ით გავმრავლდით. ვფიქრობ, მომავალში უკვე სხვა პარლამენტარებიც შემოგვიერთდებიან და ჩვენს დემოგრაფიულ კატასტროფას გადავარჩენთ,” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი, ახალი ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ახალი ოჯახების შექმნას უზრუნველყოფს.