პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ორმოები ამოავსო.
წულაიამ ბეტონი იმ ორმოებში ჩაასხა რომელიც გზის სავალ ნაწილზეა და ავტომობილებს გადაადგილებისას საფრთხეს უქმნის. წულაიას თქმით რადგან ადგილობრივი ხელისუფლება არ ზრუნავს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ეს საქმე თავად მოქალაქეეა უნდა შეასრულონ.
ქუთაისი გავს დაბომბილ სტალინგრადს, ამიტომ იძულებული ვართ ჩვენ საკუთარი სახსრებით ვაკეთოთ ის საქმე რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის სახსრებით უნდა აკეთებდეს,-განაცხადა წულაიამ.
ირაკლი ვაჩიბერაძე