საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტისას, რომელიც 17-19 თებერვალსაა დაგეგმილი, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოსწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილია შეხვედრები იუნესკო-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან. იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან“, „ფრანს 24“-თან, სხვა მედიასაშუალებებთან.
"გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. 20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება გერმანიაში", - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.