სარკინიგზო ავარიისას დაშავებული რეანიმაციაშია - გატეხილი აქვს 6 ნეკნი

13:36 02-12-2019
838

ტეზერთან მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაშავებული 29 წლის მამაკაცი "გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომაერეობა სტაბილურად მძიმეა. მას ექვსი ნეკნის მოტეხილობა დაუფუქსირდა. 

„შემოსულია პაციენტი მრავლობითი დაზიანებებით. მას აღენიშნება ესკორაციები, ჭრილობა სახეზე, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თავის ტვინის ტომოგრაფია, კისრის მალების ტომოგრაფია, კვლევები მკერდისა და მუცლის ღრუს არეში. ამ დროისთვის შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების პარალელურად გამკველევები გრძელდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურიად მძიმეა“, - განუცხადა ხაშურის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა კობა გელაშვილმა "პრაიმტაიმს".  

ბორჯომი თბილისის მატარებელი რამდენიმე საათის წინ სოფელ ტეზერთან მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

 

 

მახო მიქელაძე