არ დავუშვებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალი გახდეს - ლევან გოგიჩაიშვილი

13:53 02-12-2019
37

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ არის საშიშროება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალად გადაიქცეს. 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"შეიძლება იმ რეალობის წინაშე დავდგეთ, რისიც გვეშინოდა, იუსტიის უმაღლესი საბჭოს ფილიალად შეიძლება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გადაიქცეს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანოს მთავარი მექანიზმი. ჩვენ ამ მექანიზმს ვერ ჩავაგდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.