"აპირებენ კალანდიას გაპრავებას, ვეღარ გავუძელი "- სარალიძემ სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა

14:22 02-12-2019
288

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესი, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკითხვისას, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

„თავად დავუსვამ კითხვებს, რომ წინასწარ არ მოემზადონ. პირდაპირ აპირებენ კალანდიას გაპრავებას, ვეღარ გავუძელი ფიზიკურად. ფაქტია, ყველაფერი იქამდე მიყავთ, რომ კალანდია არ არის მკვლელი. ჩემი შვილი კი მოკლულია და მკვლელი არ არსებობს“, -  განაცხადა ზაზა სარალიძემ.