პროკურატურაში ხვალ ბაჩანა შენგელია გამოიკითხება

15:01 02-12-2019
57

მთავარ პროკურატურაში ზუგდიდის N6  საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ხვალ ბაჩანა შენგელია გამოიკითხება.

პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბაჩანა შენგელია გამოძიებამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს დაიბარა, თუმცა შენგელიას თხოვნით, გამოკითხვა ხვალ 14:00 საათზე დაიწყება.

ზუგდიდის N6  საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის  პირველი ნაწილით მიმდინარეობს.