"ეს პოლიტიკური პროცესი არ არის..." - ანრი ოხანაშვილი დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებაზე

15:30 02-12-2019
46

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თავს იკავებს გურჯაანის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.

„რითი იხელმძღვანელა საქმის მოსამართლემ ეს სასამართლოს პრეროგატივაა. ისინი გადაწყვეტილებებს კონკრეტულ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით იღებენ. ეს პოლიტიკური პროცესი არ არის. ეს სასამართლოს კონკრეტული შუალედური გადაწყვეტილებაა.რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებეს,თუ ოპონენტებმა იქ კანონსაწინააღმდეგო ვერ დაინახეს, მაშინ ისინი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

თათია ცუკოშვილი