საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)

17:01 02-12-2019
98

საკრებულოს სხდომა ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კამათის ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ის საკითხია, რომლის მიხედვითაც სამგორში, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას საზოგადოებრივი საქმიანი ზონის ნაცვლად, საზოგადოებრივ- საცხოვრებელი ზონის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნული საკითხი გააპროტესტა. მისი განცხადებით, ამ ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილების საფუძველი არ არსებობს.

ხაბეიშვილის განცხადებას უმრავლესობიდან დეპუტატები რევაზ სოხაძე, ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა გამოეხმაურნენ და ხაბეიშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს, რასაც დეპუტატებს შორის ხმაურიანი კამათი მოჰყვა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორი 18, 8 და 9 სართულიანი საცხოვრებელი კოპუსის მშნებლობას გეგმავს.

 

 

თაკო ტომარაძე