ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია-აბაშის გზაზე. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და თხრილში ჩავარდა.
ავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო