ხაშურთან სატვირთო ავტომობილი "მერსედესს" შეეჯახა - არიან დაშავებულები

10:35 02-13-2019
146

ხაშურის შესასვლთან რამდენიმე წუთის წინ ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია ორი პირი - "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლი და გვერდით მჯდომი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

 

მახო მიქელაძე