პროკურატურა დღეს ბაჩანა შენგელიას გამოკითხავს

11:10 02-13-2019
48

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გამოიკითხება.

როგორც "პრაიმტაიმს" გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ბაჩანა შენგელია გამოძიებამ პროკურატურაში გუშინ დაიბარა, თუმცა მისივე თხოვნით, გამოკითხვა დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.