"ტროას ცხენი" - კიბოსთან ბრძოლის ახალი რევოლუციური პრეპარატი, რომელიც ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს

13:24 02-13-2019
4181

ბრიტანეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა, კიბოსთან ბრძოლის რევოლუციური პრეპარატი შეიმუშავეს, რომელმაც უკვე გაიარა კლინიკური ცდები და აღიარებულია, როგორც ეფექტური საშუალება, 6 ტიპის სიმსივნესთან საბრძოლველად. 

bbc-ის ინფორმაციით, რევოლუციური ხასიათის მქონე, ახალი ინოვაციური თერაპია ეფუძნება, ტროას ცხენის“ პრინციპს: მკვლევარებმა შეძლეს, ტოქსიკური მოლეკულები შეენიღბათ, უწყინარი ანტისხეულების მიღმა. კერძოდ წამალი დამალულია“, ანუ ტოქსიკური მოლეკულები უვნებელი ანტისხეულებით არის შენიღბული, ამ მეთოდით, ის პირდაპირ შედის სიმსივნეში და იწყებს, მის შიგნიდან განადგურებას.

საცდელი კვლევები ჩატარდა პაციენტებზე, რომლებსაც ბოლო სტადიის, ყველაზე აგრესიული და გავრცელებული ფორმის სიმსივნე აღენიშნებოდათ - მას შემდეგ, რაც სხვა სახის სამკურნალო პრეპარატებმა, არანაირი შედეგი არ გამოიღო.  

პრეპარატმა, სიმსივნესთან ბრძოლის, ყველაზე საუკეთესო შედეგი, საშვილოსნოს ყელის და შარდის ბუშტის კიბოს დაავადებისას მქონე პაციენტებზე აჩვენა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, იმ მეითხედი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ადრე განუკურნებელი სენის დიაგნოზის მქონე ავადმყოფებად ითვლებოდნენ. სიმსივნე, ან ზომებში შემცირდა, ან ზრდა შეწყვიტა - განკურნების პერიოდი, 6-დან 9,5 თვემდე მერყეობდა. 

ბრიტანელი მედიკოსების ინფორმაციით, თერაპიული მკურნალობა, ეფექტური აღმოჩნდა ასევე ფილტვების, საყლაპავი მილის, საშვილოსნოს და საკვერცხეების სიმსივნის მქონე პაციენტებისათვის. პრეპარატი, არაეფექტური აღმოჩნდა, მხოლოდ პროსტატის კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ.

წამალს, რომელსაც მისი შემქმნელები მიერ - ტიზოტუმაბ ვედოტინი (TV - tisotumab vedotin)-ს სახელით არის ცნობილი, პაციენტის სხეულში, ინტრავენურად შეჰყავთ და წაროადგენს ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის ჰიბრიდს.

ტოქსიკური ნივთიერება, ანტისხეულის ბოლოშია დაფიქსირებული, რომელიც  რომელიც თავის მხრივ ახორციელებს ბმას, CD142 პროტეინთან (CD142 პროტეინი ძალიან დიდი რაოდენობით მოიპოვება ავთვისებიანი სიმსივნის ზედაპირზე). ამის შედეგად სიმსივნე, ყლაპავს ციტოტოქსიკურ პრეპარატს, რომელიც უშუალოდ სიმსივნის შიგნით, უჯრედულ დონეზე იხსნება და ახორციელებს კიბოს უჯრედების განადგურებას. 

თერაპიულ მკურნალობას, გააჩნია გვერდითი მოვლენები, რომლებიც მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტისთვის, სრულებით ასატანია - გულისრევა, დაღლილობის შეგრძნება და ცხვირიდან სისხლდენა.

კვლევითი ინსტიტუტის პროფესორის, კიბოს კვლევის ხელმძღვანელის ჯოანა დე ბონოს ინფორმაციით, პრეპარატი შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ნაწლავის, პანკრეასის, ხორხის და თავის ტვინის სიმსივნის შემთხვევაშიც.

თავად თერაპიის მოქმედების პრინციპი, პრინციპულ სიახლეს წარმოადგენს -  სიმსივნეში პრეპარატი, ტროას ცხენის მსგავსად ხვდება და შიგნიდან ანადგურებს უჯრედებს - აცხადებს პროფესორი. 

თუ როდის გახდება ხელმისაწვდომი, ახალი პრეპარატი, სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის, პრფესორმა დე ბონომ განაცხადა: - ხუთი წლის შემდეგ. შესაძლებელია, უფრო ადრეც - აცხადებს, პროფესორი ჯოანა დე ბონო. 

იხ. ფოტოები:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე