ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი იქნება მთავარი პოლიტიკირი ფიგურა, რომელიც სათათბიროს მიერ შემუშავებული დოკუმენტების თანახმად გადაწყვეტილებას მიიღებს, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, ოპონენტების კრიტიკა, იმის შესახებ, რომ საბჭოში პრეზიდენტი საერთოდ არ შედის, არასწორია.
სესიაშვილის განმარტებით, სათათბირო ორგანოს ფუნქციებიდან გამომდინარე პრეზიდენტის ჩართულობა საჭიროა არაა, თუმცა მთავარსარდალს აქვს კონსტიტუციური უფლება ნებისმიერ დროს საკუთარი ინიციატივით საბჭოს საქმანობაში ჩაერთოს.
შოთა ფალავანდიშვილი