14 000 ლარი თვეში - გიორგი მიქაუტაძის ოჯახის შემოსავლები

13:49 02-13-2019
556

სამი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ავტოსადგომი და "ტოიოტა ლენდ კრუიზერი", რომელიც 2016 წელს 10 000 აშშ დოლარად შეიძინა - ასე გამოიყურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მან მიმდინარე წლის 5 თებერვალს შეავსო. 

დეკლარაციის შევსების მომენტში მიქაუტაძეს "თიბისი ბანკის“ სახელფასო ბარათზე  585 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით 17 000 ლარი ჰქონდა, რომლის წყაროდაც მითითებული აქვს - დანაზოგი ხელფასიდან. 

იუსტიციის საბჭოს მდივანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე 2018 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 90 675 ლარი აიღო, მისმა მოსამართლე მეუღლემ მაია კვირიკაშვილმა კი - 72 506 ლარი. მეუღლის მფლობელობაშია NISSAN JUKE, რომელიც 2015 წელს 19 500 აშშ დოლარად შეიძინა.

ფინანსური შემოსავლებით თუ ვიმსჯელებთ მოსამართლეების წყვილი თვეში 14 ათას ლარზე მეტ ანაზღაურებას იღებს.