ამ წუთებში, ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
როგორც პროკურატურაში შესვლის წინ ბაჩანა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აპირებს, სამართალდამცავებს წარუდგინოს ვიდეოჩანაწერი, რომელიც აქამდე ჯერ არსად წარუდგენია.
შეგახსენებთ, კერზაიას შვილი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.