"კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან..." - მამუკა ბახტაძე

15:04 02-13-2019
168

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან საქართველოში მიმდინარე პროცესები უკრაინისა და ვენესუელაში მომხდა მოვლენებს შეადარა, "მორიგ ანეკდოდატ" აფასებს.

"საქართველოსა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გაიგივება კიდევ ერთი ანეკდოტია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი მისი  მხრიდან თქმული, საქართველოს და ვენესუელის პროცესები თუ ჰგავს ერთმანეთს“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ვენესუელის პროცესები ერთმანეთს შეადარა.