ჯენიფერ ენისტონის იუბილეზე, მსახიობი რიზ უიზერსპუნი, კიბის უჯრედიდან გადმოვარდა!?

15:06 02-13-2019
476

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯენიფერ ენისტონის 50 წლის იუბილეზე, მსახიობი რიზ უიზერსპუნი, კიბის უჯრედიდან გადმოვარდა. სადღესასწაულო საღამო, სასტუმრო Sunset Tower-ში გაიმართა, სადაც 200-მდე სტუმარი იყო მიწვეული.

პორტალ Dailymail-ის ინფორმაციით, რიზ უიზერსპუნის ფოტომ, საზოგადოების მხრიდან, ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია - ძირს დავარდნილი მსახიობი, ადგომას ცდილობს, როგორც ჩანს, ვარსკვლავს ფეხი დაუცურდა და კიბიდან დაგორდა.

დაბადების დღეზე ვარსკვლავი, მეუღლესთან ჯიმ ტოტოსთან ერთად მივიდა, რომელმაც საღამო, როუზზე ადრე დატოვა და ვარსკვლავს, სახლში წასვლა, მარტო მოუწია. სავარაუდოდ მსახიობი, ავტომობილთან მისვლამდე, კიბის უჯრედიდან გადმოვარდა, მაგრამ საბედნიეროდ მალევე მოახერხა ფეხე ადგომა - როგორც ჩანს ტკივილი, არც ისე გაუსაძლისი იყო. ამ კურიოზის შემდეგ, ვარსკვლავი, კიბეზე ფეხი დაუცურდა თუ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, კვლავ მხიარულ განწყობაზე დარჩა. სასტუმროს თანამშრომელმა, სწრაფად მოახერხა, როუზის ფეხზე წამოყენება და მისი ტერიტორიდან გაყვანა.

შეგეხსენებთ, რომ რიზ უიზერსპუნი, გახმაურებულ სერიალში მეგობრები, ჯენიფერ ენისტონის დის, რეიჩელის როლს ასრულებს. ვარსკვლავები, თითქმის 17 წელია, ახლო მეგობრები არიან - ამ ხნის განმავლობაში, ორივე მათგანმა, თავბრუდამხვევი კარიერა შექმნა.  

11 თებერვალს, ჰოლივუდის მსახიობს ჯენიფერ ენისტონს, 50 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავმა, რომელიც ყველა დროის ყველაზე სექსუალურ ქალად არის აღიარებული, საიუბილეო საღამო, მეგობრების წრეში აღნიშნა. იუბილეს, ბრედ პიტიც ესწრებოდა. ასევე ცნობილი ვარსკვლავები ელენ დეჯენერსი, რიზ უიზერსპუნი, კეტი პერი, ბარბარა სტრეიზანდი, დიანა კიტონი, კეიტ ჰადსონი, დემი მური, სინდი კლოფორდი, გვინეტ პელტროუ, ჯორჯ კლუნი, მეუღლესთან, ამალთან ერთად და სხვები. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე