ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე იმედიანად არის მისული.
ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლისას განაცხადა.
„წინასწარ კითხვას არ დავსვავ, რადგან არ მოემზადონ. იმედის გარეშე არ მოვსულვარ და ვნახოთ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.