შსს: ზაალ ლატარია პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზეა გადაყვანილი - ფარული კადრებს გავრცელების საქმე

17:27 02-13-2019
182
თეგები: შსს

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქე ზაალ ლატარია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში  პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც აცხადებენ რომ მოქალაქე ზ.ლ. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზეა გადაყვანილი.  დამატებით დეტალებზე უწყებაში  არ საუბრობენ.