ბეთლემის მახლობლად მდებარე უდიდესი სიწმინდე, "მამრეს მუხა", წაიქცა?! - ადგილი, სადაც აბრაამს, უფლის სამი ანგელოზი გამოეცხადა (ვიდეორგოლი)

18:42 02-13-2019
4226

ცნობილი მამრეს მუხა, რომელიც პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე, ბეთლემის მახლობლად მდებარე ქალაქ ქებრონის გარეუბანში დგას, 9 თებერვალს, წაიქცა. 

პორტალ blagovest-ის წყაროს ცნობით, ინფორმაცია, მამრეს მუხასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ მამრეს მუხა, ცნობილია, როგორც ეკლესიის ერთ–ერთი უდიდესი სიწმიდე, იხსენიება ძველი აღთქმის წიგნში დაბადება“ და ცნობილია, რომ ეს ის ადგილია, სადაც აბრაამი ცხოვრობდა. სწორედ, ამ მუხის ქვეშ გამოეცხადა მას, სამი ანგელოზი და ვაჟიშვილის დაბადება ამცნეს.

არსებობს გარდმოცემა, რომ ამ ხის გახმობა, იქნებოდა მომასწავებელი, ქვეყნის აღსასრულის დაწყებისა. 

საუკუნეზე მეტია, მამრეს ხე ნელნელა ხმება. მიუხედავად მოვლა-პატრონობისა, 1995 წლიდან, მას მწვანე ფოთოლი, აღარ ჰქონდა. გასულ წელს კი, თითქმის მთლიანად გახმა.  

აბრაამის დროიდან თუ ავითვლით, მამრეს მუხა, 27-28 საუკუნეს ითვლის, თუმცა, ეს მუხნარი, უფრო ადრეც არსებობდა - სავარაუდოდ, წარღვნის შემდგომ, უნდა იყოს აღმოცენებული. ეს ტერიტორია, ამჟამად რუსეთის საპატრიარქოს ეკუთვნის (XIX საუკუნეში შეიძინეს). 

გავრცელებულ ინფორმაციას, რუსული პორტალი pravmir-ი, არ ადასტურებს. მათი წყაროს ცნობით, მამრეს მუხა, ბოლო დროს გამხმარი და გამოფიტული იყო და რომ არ დაფშვნილიყო, ღვედებითა შეკრეს. რამდენიმე ხნის წინ, მის მახლობლად სამი ახალი ნერგი ამოვიდა - როგორც ჩანს, ხის ფესვები, ჯერ კიდევ ცოცხალია.  

მამრეს მუხის მიდამოები, მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.

გთავაზობთ აბრაამის ხატის ფოტოს, სადაც აბრაამი, წმინდა სამებას უმასპინძლდება, რა დროსაც შეიტყობს ინფორმაციას, ვაჟიშვილის დაბადების შესახებ.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე