„წელს 10 ჰესი შევა ექსპლუატაციაში“ - გიორგი ქობულია

18:46 02-13-2019
50

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 94,8 მეგავატი იქნება.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის „გარდაბანი 2“ ექსპლუატაციაში გაშვებაზე, ასევე 50 მეგავატიანი ქარისა და ხუთ მეგავატიანი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, რომელიც წელს დაიწყება.