ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში ზოია გოჩელაშვილს ლეკვები შიმშილით დაუხოცეს

11:41 02-14-2019
349
თეგები: ქუთაისი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპეციალური სერვისების მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები ზოია გოჩელაშვილის მიერ მიკედლებული ლეკვები შიმშილით დაიხოცნენ, დედა ძაღლი კი შიმშილისაგან იმდენად მძიმე კახექსიურ (დასუსტებულ) მდგომარეობაში დაუბრუნეს, რომ მისთვის სტერილიზაციის გაკეთება ვეტერინარმა არამიზანშეწონილად ჩათვალა.

მოქალაქე ზოია ქოჩელაშვილმა საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციას წერილობითი განცხადებით მიმართა და მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გატარება აღნიშნული ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის ლაშა ციბაძის და სხვა პირების მიმართ. საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირების მიღების მიზნით ოფიციალურად მიმართავს.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე