"საქართველოს ვარსკვლავის" მეოთხე ლაივშოუზე ქართველი კომპოზიტორების ტური იქნება

11:47 02-14-2019
65

"საქართველოს ვარსკვლავის" მეოთხე ლაივშოუზე ქართველი კომპოზიტორების ტური იქნება. კონკურსანტები სიმღერებს: ოთარ რამიშვილის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, ჯემალ სეფიაშვილის და გიორგი ცაბაძის  ლეგენდალური შემოქმედებიდან შეასრულებენ.

შეგახსენებთ, მეგაპროექტ „საქართველოს ვარსკვლავს“ მესამე ლაივშოუზე ერთი კონკურსანტი გამოეთიშა. აუტსაიდერებს შორის ნინი ცნობილაძე და იკაკო ალექსიძე მოხვდნენ. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა იკაკო ალექსიძემ მიიღო და პროექტი დატოვა.

ევროვიზიის საგზურისთვის ბრძოლა კი, ექვსი კონკურსანტი: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, თამარ ლაჭყეპიანი, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე განაგრძობს.