ვაგზალზე ხანძარი ლოკალიზებულია (ფოტოკოლაჟი)

LIVE UPDATE
146

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაიწვა 200-250 კვადრატული მეტრის ფართობი. ცეცხლი სასაწყობე ფართს გაუჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. დაშავებული არავინ არ არის და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს მოკვლევა დაადგენს.