"თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს" - ამ განცხადებას, მმართველი გუნდის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატ ეკა ბესელიას და მისი მხარდამჭერების მისამართით აკეთებს.
„ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და მის ირგვლივ დაწყებულ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრობს. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს.
ეკა ბესელიამ სწორედ აღნიშნული კანონპროექტი დაასახელა წყალგამყოფად.
„უმრავლესობის უმრავლესობას ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტს. ნამდვილად არსებობს აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციას გვერდს ვერ ავუვლით. საკითხი ვინ წავა, წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა და როგორც არაერთხელ ითქვა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს,“- განაცხადა სოფო კილაძემ.